შენი ტკივილი ჩვენი ტკივილია, თურქეთო!

შენი ტკივილი ჩვენი ტკივილიაშენი სიცოცხლე ჩვენი სიცოცხლეცაათურქეთ... ამ თავზარდამცემმა ამბავმაამ სისხლიანმა ჭრილობებმარომლებიც  გაიხსნენ შენი სხეულის წიაღშინაპრალებმა რომლებმაც შთანთქეს ათასობით ჩვენი თანამოძმის, ჩვენ ვაჟებისა და ასულებჩვენ პატარების სიცოცხლეშეძრეს მთელი აზერბაიჯანის და ზოგადად დიდი თურქული სამყაროს გულები და სულში დარდის ღრმაუძირო უფსკრული ააჩინეს...

დაჭრილ-სასახიჩრებული ბავშვებირომლებსაც ვერ გაუგიათრა ხდება... თავად ნანგრევების ქვეშ მოყოლილი მამაცი ახალგაზრდებირომლებიც არ ეპუებიან მწარე ხვედრს და ცდილობენ გადაარჩინონ თანამემამულეებიბავშვებიქალები და მოხუცები... დედებირომლებიც ზედ ეფარებიან ჩვილებს და ცდილობენ თავიანთი სიცოცხლის ფასად გადაარჩინონ ისინი... სასოწარკვეთილი მამარომელსაც უკანასკნელი იმედივით ჩაუბღუჭია ნანგრევებს ქვეშ მოყოლილი 15 წლის ქალიშვილის უსიცოცხლო ხელი... უშიშარი ექთნებითავდადებული ექიმებიჟურნალისტებიოპერატორებიმაშველებიმძღოლები და მუშებირომლებიც არ ერიდებიან ოდნავ მისუსტებულ ახალ ბიძგებს და ფუძე მორყეული სახლების სახიფათო რყევას და თავგანწირულები მიილტვიან ეპიცენტრისაკენარ ერიდებიან იმასრომ შეიძლება თავადაც მოჰყვნენ ნანგრევებს ქვეშ თავგადადებულები ეხმარებიან გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს...

ამ საზარელმა მოვლენამრომელმაც შეძრა და გამოაღვიძა მთელი კაცობრიობაკიდევ ერთხელ წარმოაჩინა შენი უდრეკობა და დაუმარცხებლობაშენი გულის სიდიადეშენი მარად გამარჯვებული სულის ძალარომელიც სასიცოცხლო ენერგიას იღებს ღმერთისადამიანისა და სიცოცხლისადმი უსაზღვრო სიყვარულიდან...

ნუ შეშინდებინუ შედრკებიშენ ეიამქვეყნიური უძლეველობისა და უდრეკობის მარადიულო სიმბოლოვ!

იცოცხლე და აღორძინდიდაემთელ ქვეყნიერებას მოეფინოს შენი ნათელი!

 

აფაგ მესუდი

სახალხო მწერალი