ორი სახელმწიფოს სიტყვები ერთ ლექსიკონში
გასულ წელს თურქულ ენაზე გამოიცა "აზერბაიჯანული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი – თურქული სამყაროს საერთო საკომუნიკაციო ენისათვის ", რომელიც მომზადდა აზერბაიჯანული ენითა და ლიტერატურით დაინტერესებულ პირთათვის.
წიგნი, რომელიც შეივსო აზერბაიჯანის სახელმწიფო მთარგმნელობითი ცენტრის მიერ ბოლო წლებში ინტენსიური და მზარდი კომუნიკაციის შედეგად აზერბაიჯანულ ენაში შემოსული ახალი თურქული სიტყვებით, საზოგადოებას წარედგინა ჰაჯეტეფეს უნივერსიტეტში გამართულ პრეზენტაციაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ლექსიკონი მნიშვნელოვანი და სანიმუშო ნაბიჯია თურქული სამყაროს საერთო საკომუნიკაციო ენის განვითარებისა და გაფართოების საქმეში. ლექსიკონში მოხვდა მრავალი ისეთი სიტყვა, რომელმაც თურქეთთან მჭოდრო ურთიერთობის შედეგად ადგილი დაიმკვიდრა აზერბაიჯანულ ენაში. იგი გამომცემლობა „ერქმენის“ მხარდაჭერით დაისტამბა და 904 გვერდისაგან შედგება.
მწერალმა აფაგ მესუდმა, რომელმაც შეადგინა „აზერბაიჯანული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონი“, ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ ენა არის ორი სახელმწიფოს ერთიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი და რომ ამ ლექსიკონის მეშვეობით ორი სახელმწიფოს ლიტერატურა უფრო ადვილი წასაკითხი და გასაგები იქნება. აფაგ მესუდი: „მრავალი სიტყვა და გამოთქმა გადმოვიდა ჩვენს ენაზე სხვადასხვა ენიდან. ლექსიკონის მომზადებისას ვცდილობდით გვერდი აგვევლო ასეთი სიტყვებისათვის. ასე, რომ უცხო სიტყვები ჩვენი მშობლიური სიტყვებითა და გამონათქმებით შეიცვალა. ლექსიკონში შევიდა თურქული და აზერბაიჯანული ენების საზიარო გამონათქვამები და თითქმის დავიწყებას მიცემული არქაული სიტყვები. ეს წიგნი ჩვენი ენის სარკეა“. ლექსიკონის წინასიტყვაობის ავტორმა, პროფესორმა შუქრუ ხალიგ აქალმა გამოთქვა რწმენა, რომ ეს წიგნი იქნება სამაგალითო თურქული სამყაროსთვის: „ამ ლექსიკონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი ისაა, რომ აქ თავმოყრილია ის სიტყვები და გამონათქმები, რომლებიც უპირველესად თურქულიდან და საერთო თურქული ენებიდან შემოვიდა აზერბაიჯანულ ენაში. ეს ლექსიკონი გახლავთ მნიშვნელოვანი და სანიმუშო სახელმძღვანელო, რომელიც გამიზნულია თურქულ სამყაროში საერთო საკომუმიკაციო ენის განვითარებასა და მის გავრცელების არეალის გაფართოებისაკენ“.